იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ორი ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ორი ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს

ხვალ, 21 მარტს, ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე, კომიის წევრებთან ერთად, ახალშენის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული ორი ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს.
12:00 საათზე კონსულტაციები გაიმართება სოფელ განახლებაში, გოგიტიძეების უბანში ერთერთი ქუჩისათვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, აჭარიდან პირველი მფრინავი ქალის ფატი გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ.
13:00 საათზე კონსულტაციები გაიმართება სოფელ ახალშენში, ბოლქვაძეების უბანში ერთერთი ქუჩისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის სახელის მინიჭების შესახებ.
აღნიშნულის შესახებ, საკრებულოში განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თვმჯდომარის მინდია დიასამიძის ინიციატივით მიმდინარე წლის 18 მარტს დარეგისტრირდა.