ღონისძიება ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში

ღონისძიება ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში

დღეს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძემ, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ჩიქუნეთის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი, ხოლო ქედქედის საჯარო სკოლას წიგნები გადასცა საჩუქრად. ფასიანი საჩუქარი გადაეცა ასევე ქედქედის სკოლის მოსწავლეს დავით მსხალაძეს, რომელიც გახლავთ ევროპის ჩემპიონი და საერთაშორისო თასების 6 გზის მფლობელი კონტაქტურ კარატეში.