გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სახელმძღვანელო განიხილეს

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები განიხილეს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ , გამგებლის წარმომადგენლებმა და თვითმმართველობის მოხელეებმა. სახელმძღვანელოები დღეს გამგებელმა პირად გადასცა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს.
სამოქმედო პრინციპების, პრაქტიკული რჩევების, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებისა და მუნიციპალური სერვისის ,,ქალთა ოთახის" შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს გამგებლის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში მაგდა მალაყმაძემ გააცნო.
სახელმძღვანელო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული და მერსი ქორფს საქართველოს მიერ იმპლემენტირებული მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) მიერ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.