გენდერული თანასწორობის ბიუჯეტის ფორმირება

გენდერული თანასწორობის ბიუჯეტის ფორმირება

8-9 სექტემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი წევრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ.
ტრენინგის მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტირების ფორმირება და დასახული მიზნების ინდიკატორების განსაზღვრა იყო.
ტრენინგზე მთავარი განსახილველი საკითხები საკრებულოს წევრი ქალების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი კომპეტენციის ამაღლება, გენდერული ბიუჯეტის საჭიროება, ასევე გენდერული ბიუჯეტის დანერგვის უზრუნველსაყოფად სახელმწფოში არსებული ინსტიტუციონალური მექანიზმების გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა იყო.