განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა 24 ივლისს, 11 :00 საათზე გაიმართება

1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2018 წლის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახალგაზრდული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მადონა დავითაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი
3. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
4. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კორექტირებული სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი
5.სხვადასხვა.