გამწვანების აქცია „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ ხელვაჩაურში

გამწვანების აქცია „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ ხელვაჩაურში

„გავუფრთხილდეთ ბუნებას“ - სარფის საჯარო სკოლაში ამ სახელწოდებით გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ სარფის მოსახლეობასთან, სკოლის მასწავლებლებთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რესურსცენტრის წარმომადგებლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში სხვადასხვა მცენარეები დაირგო.
გამწვანების აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტერის მერის რეფერენტის გენდერულ საკითხებში ორგანიზებით გაიმართა.