გამგეობის თანამშრომლებმა ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა

გამგეობის თანამშრომლებმა ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა. უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე წლის 27 აგვისტოს 17:00 საათზე სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს. მოსახლეობას სიწმინდეების მოლოცვა 2 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ. ხატებმა მომლოცველობა სტეფანწმინდიდან დაიწყეს და საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონი უნდა მოიარიოს. აწყურის ღვთისმშობლის ხატი — ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.