გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტი ითვალისწინებს გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას, კულტურის სახლის ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგებას, გამგეობის შენობის ირგვლივ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული
შპს "ალიგატორი" აწარმოებს. პროექტის ღირებულება 99 140 ლარია. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები მიმდინარე წლის 13 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ მეორადი ფილები, რომლებიც გამგეობის მიმდებარე ტერიტოიაზე იყო დაგებული სოფელ ახალსოფელში არსებულ ჯამეს გადაეცემა სამლოცველოს ეზოს კეთილმოწყობის მიზნით.