გაერთიანებული კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2 საკითხზე იმსჯელეს

გაერთიანებული კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2 საკითხზე იმსჯელეს

დღეს საკრებულოს განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიისა და ჯანმრთელობისა და სოც.დაცვის საკითხთა გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 60 6539 ლარი ემატება.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად შიდა სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად შვიდი ახალი პროექტი განხორციელდება . ჯამში 391 614 ლარის ოდენობით.
გარე განათების მოწყობაა დაგეგმილი ახალსოფელში ცენტრალური საავტომობილო გზიდან მე-5 ბრიგადისა და სოფელ შარაბიძეებში ზედა შარაბიძეების მიმართულებით.