ფერდსამაგრი კედლების მოწყობა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყარსაშიშ ზონაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და გზების მიმართ ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ახალშენში (სამება), ხელვაჩაურსა (ვარშალომიძეები) და აჭარისწყალზე ჯამში 3 ფერდდამცავი კედელი მოეწყობა. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 83 814 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია ,,გიგა 2015" აწარმოებს.