ფართომასშტაბიანი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ტერიტორიების შეწამლვას ერთდროულად აწარმოებს თერმული ნისლის გამაფრქვეველი, „ცივი შესხურების“ მეთოდით აღჭურვილი 78 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი. პრევენციული ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძისა და ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის უფროსის ლაშა შალამბერიძის კოორდინაციითა და ორგანიზებით მიმდინარეობს.