ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა

ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა

ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მხარდაჭერით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს.
საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი და ექსპერტი გიორგი გობრონიძე პროფესიულ ჯგუფებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. 
შეხვედრების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი შეეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
საინფორმაცია ხასიათის შეხვედრა ხელვაცაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით იმართება.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.