ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურში სახლები დააზიანა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად სოფელ თხილნარში მერაბ შაინიძის სახლი ჩამოიშალა. შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია. ოჯახს სახლი თვითნებურად სამშენებლო ნორმების დარღვევით ქონდა აშენებული. შაინიძეების 4 წევრიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელ ფართშია გადაყვანილი.
ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და საცხოვებელი სახლები დააზიანა მუნიციპალიტეტის სოფლებში. სოფელ ახალშენში, ახალსოფელში, ჭარნალში, განთიადში, შარაბიძეებში, მახვილაურში, განთიადში, სამებაში და მაღლაკონში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა . დაზარებულებთან ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ხვალიდან კი თითოეული ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის.
სტიქიის შედეგად სოფელ ახალშენის №1 სკოლას ნაწილობრივ თუნუქის სახურავი დაუზიანა.
სოფელ ჭარნალის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.