ჯუმბერ ვარდმანიძემ ექიმი თამაზ აბაშიძე დააჯილდოვა

ჯუმბერ ვარდმანიძემ ექიმი თამაზ აბაშიძე დააჯილდოვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, მედიცინის დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ჯუმბერ ვარდმანიძემ მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ექიმი - თამაზ აბაშიძე დააჯილდოვა. თამაზ აბაშიძე ამჟამად საქმიანობს თხილნარის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, აქვს სამედიცინო საქმიანობის 34 წლიანი გამოცდილება. 
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, რეგიონის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერები, მუნიციპალიტეტების მერები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 20 ღვაწლმოსილი მედიკოსი დაჯილდოვდა.
ღონისძიებაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უწყების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.