დისკუსია თემაზე „რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში“

დღეს კირნათის საჯარო სკოლაში თემაზე „რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში“ დისკუსია გაიმართა, დისკუსიაში ჩართული იყვნენ მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ლექციის ბოლოს დისკუსიაც გაიმართა რაშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე და მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი მაგდანა მალაყმაძე ჩაერთნენ. აღნიშნული ღონისძიება ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება. საკრებულოს თავმჯდომარე დღესვე სოფელ კირნათში მდებარე საბავშვო ბაღში აღმზდელობით პროცესსაც გაეცნო.