დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ახალგაზრდობის ცენტრში

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ახალგაზრდობის ცენტრში

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. „დაუნის სინდრომი სამედიცინო და სოციალური მიდგომები“- ამ თემაზე პრეზენტაცია ფსიქოლოგმა ციალა ტუღუშმა გააკეთა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე , შშმ პირთა მშობელები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოგვიანებით კი სიმბოლური ტორტი გაჭრეს. კამპანიის მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და საზოგადოებაში არსებული სტიგმის დამსხვრევაა. 
დღევანდელი აქტივობები ჰაერში ბუშტების გაშვებით დასრულდა. 
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზაებით გაიმართა.