ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ახალ სასწავლო წელს ჩხუტუნეთის სკოლა განახლებული შენობით შეხვდება. შენობა სრულად რემონტდება. იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი. პროექტი ითვალისწინებს ასევე ელქტროტექნიკურ, წყალ-კანალიზაციის,სახანძრო სიგნალიზაციის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს. მოეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანიც. სამუშაოები აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს უნივერსალს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. პროექტის ღირებულება 349 335 ლარია. მთავრობის წარმომადგენლები სკოლის შენობასთან შეკრებილ მაჭახლის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ და გაესაუბრნენ.