ჭარნალში აჭარის „შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალი“ გაიმართა

ჭარნალში აჭარის „შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალი“ გაიმართა

ჭარნალში აჭარის „შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალი“ გაიმართა. საერთაშორისო შეჯიბრებაში 5 ქვეყნის 35-მა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრება 3 ეტაპად წარიმართა. პირველი ეტაპი, სოფელ ჭარნალში, დაბრკოლებების გადალახვით დაიწყო. მეორე დღეს მონაწილეები მურმანეთის, სიმონეთისა და ალიშის მთებზე GPS ორიენტირებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ფინალური შეხვედრა გონიოში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ.

საერთაშორისო ფესტივალის საპრიზო ფონდი 10 ათას ლარს შეადგენდა და 11 გამარჯვებულზე გადანაწილდა. ფესტივალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით გაიმართა.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება აჭარაში პირველად ჩატარდა.