ჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამების პრეზენტაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამების პრეზენტაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ ,,პროფესიული მომზადება/გადამზადების" პროგრამის შესახებ ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლებთან პრეზენტაცია გამართა.

2018 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამა მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს;
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პროფესიული გადამზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში.

პროფესიული მომზადება მოხდება შემდეგ პროფესიებში: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი; მიღება-განთავსების სპეციალისტი; ფილამწყობი; ბართენდერი; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე; რესტორნის სერვის მენეჯერი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; მზარეული; მებათქაშე; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; სარესტორნო საქმისმწარმოებელი და შემდუღებელი.
პროფესიული გადამზადება მოხდება შემდეგ პროფესიებში: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი; მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი; მზარეული; ამწის მემანქანე; შემდუღებელი.

საბუთების მიღება 20 თებერვლამდე გრძელდება. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს პროფესული მომზადება/გადამზადების განაცხადის ფორმა. რეგისტრაციისას მოქალაქემ უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (აუცილებელია), პროფესიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში - გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლეთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით.