ბიუროს სხდომაზე 5 საკითხზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე 5 საკითხზე იმსჯელეს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომაზე წარსადგენ 5 საკითხს უყარეს კენჭი.
იურიდიული და საპროცედური საკითხთა კომისიის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას მოიცავს,მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ საკრებულოს სხდომაზე იქნას წარდგენილი.
შუამდგომლობის თანახმად საკრებულოში მიმდინარე წლის დასაწყსიდან ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის მიზნით შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, ჯგუფის წევრების მიერ განისაზღვრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის შემოსაერთებელი ტერიტორია, სამუშაო პროცესში ჩართული იყო თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. 
სამუშაო ჯგუფის მიერ ასევე შესწავლილი იქნა შემოსაერთებელ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობა. ხელვაჩაურის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა შეადგინეს კარტოგრაფიული რუკები, პარალელურ რეჟიმში დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოიკითხა შემოსაერთებელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. 
ბიუროს სხდომაზე რიგ საკითხებთან ერთად წარგენილი იყო ასევე მერიის მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამა, პროგრამის თანახმად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად დაინტერესებული პირები აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისა და შესაბამისის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდგომ მერიის მიერ სათბურის საძირკვლის მოწყობისათვის დაფინანსებას მიიღებენ.პროგრამაში ცვლილების თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაფინანსება განახორციელოს არა 200კვ.მ. სათბურის მოწყობაზე, არამედ გრძივი მეტრის საძირკვლის მოწყობაზე.