ბათუმის დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია ხელვაჩაურში

დღეს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ბათუმის სკოლის პრეზენტაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელებისათვის და რესურსცენტრის თანამშრომლებისათვის გაიმართა.
დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. დემოკრატიის სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა. პროგრამა მოიცავს 5 საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგის დღეებია:
ბათუმი - ხუთშაბათი და პარასკევი 12:00-17:00.
აპლიკაციის ფორმის შევსება 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ.
ლინკი ⬇️
https://docs.google.com/…/1FAIpQLSdHOS9qM9mvFgkyx…/viewform…