ბაღებში ჭადრაკის სწავლების დონე საერთშორისო დიდოსტატმა შეამოწმა

ბაღებში ჭადრაკის სწავლების დონე საერთშორისო დიდოსტატმა შეამოწმა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს, აჭარისწყლის და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში - ლაშა ჯანჯღავამ მერიის განათლები, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან და საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ერთად მონიტორინგი აწარმოა. საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული სწავლის მეთოდი და აღსაზრდელების ცოდნის დონე დადებითად შეაფასა. ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო. პედაგოგებმა კი გადამზადების კურსები გაიარეს. ამჟამად ხელვაჩაურში მოქმედ ყველა ბაღში მიმდინარეობს ჭადრაკის სწავლება. რეგიონში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია პირველია სადაც ჭადრაკის პოპულარიზაცია ხდება.