აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზები და ჩიხები მუშავდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე, “მოიზიდე და მოკალის” პრინციპით, დამონტაჟებულია წერტილოვანი ფერომონები. დღეს დილიდან სოფელ ერგეს, ქვედა და ზედა ჯოჭოს ტერიტორია დამუშავდა.
ამჟამად მიმდინარეობს იმ ფართობების ქიმიური დამუშავება, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გეგმიურად ხორციელდება.