აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ხელვაჩაურში

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ხელვაჩაურში

     აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღეს  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ფოტოგამოფენა, გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე ,,აუტიზმი, მიდგომები, გამოწვევები". ასევე, შედგა ბარი ლევინსონის ფილმის ,,წვიმის კაცი" ჩვენება და განხილვა.
   პრეზენტაციასა და განხილვას უძღვებოდა ფსიქოლოგი, რეაბილიტაციის ცენტრის ქცევითი თერაპევტი თეა ხინთიბიძე. ღონისძიებებს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბის წევრები, საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლები და ახალგაზრდები.