ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა სალიბაურში

სოფელ სალიბაურში, ქუჩა № 11, სახლი № 2 სადარბაზოსა და გარე ფასადის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 18 825 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია ,,ბაბანურელი’’ აწარმოებს.