ამაგებთან შეხვედრის კვირეული დასრულდა

ამაგებთან შეხვედრის კვირეული დასრულდა

   დღეს კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ამაგებთან. მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ ადგილობრივებთან ერთად  აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა.  ამჟამად  მუნიციპალიტეტში სულ 15 ამაგია ჩამოყალიბებული. 
  „ამაგი“ მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანიც არის მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. მუნიციპალიტეტებში ამაგ-ების ჩამოყალიბება უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის წარმოების საშუალებებს, მომსახურებასა და რეალიზაციას.