ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა გრძელდება

ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა გრძელდება

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები იმყოფებოდნენ ე.წ. ხობჩოს ტყის ტერიტორიაზე, სადაც ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების ადგილის რთული რელიეფიდან გამომდინარე, წარმოიშვა რიგი პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის დაძლეულია. სათავე ნაგებობისკენ მიმავალი გზის გაკვალვა დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნულ ობიექტზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 622 000 ლარს, სამუშაოებს აწარმობეს შპს “მარიამი ო.ბ. 2006”.