ახალგაზრდობის ცენტრში 14 ახალგაზრდა საოფისე პროგრამებს შეისწავლის

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსები დაიწყო.
კურსზე რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 ახალგაზრდა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გაივლიან ტრენინგებს. ტრენერი-მოწვეული სპეციალისტი მინდია დიდმანიძე. მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.