ახალგაზრდობის ცენტრი საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლები მარადიდისა და კირნათის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ ახალგაზრდობის ცენტრის მიზნებს, მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული კლუბების, ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ვიდეო-რგოლი. შეხვედრას 60 მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.