აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა

აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა

დღეს, ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-8-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა და რეწვის ოსტატებმა. მათ გამოფენაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
გამოფენაში მონაწილეებს საშუალება აქვთ დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება.