აჭარისწყლის საბავშვო ბაღს ჯილდო გადაეცა

აჭარისწყლის საბავშვო ბაღს ჯილდო გადაეცა

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა საახალწლო ზღაპარი წარმოადგინეს თხილნარის კულტურის სახლში. ღონისძიების ბოლოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შორის საუკეთესოდ აჭარისწყლის საბავშვო ბაღი აღიარეს. აჭარისწყლის საბავშვო ბაღს გადაეცა სიგელი, ყველა თანამშრომელს კი ფასიანი საჩუქრები. რამდენიმე თვის წინ სპეციალურიკომისია ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ შეიქმნა, რომლის წევრებმაც ყველა ბაღი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეამოწმა და შეაფასა.

   ღონისძიება საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს აჭარის წყლის საბავშვო ბაღს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!