აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავი

აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავი

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ორგანიზებით, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავთან მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი, ღონისძიების ფარგლებში სემინარი წაიკითხეს საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებმა შემდეგ თემებზე - 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი და აჭარის გათავისუფლება, ასევე პორტო-ფრანკო ბათუმში. გაიხსენეს გმირები და საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საქმეში. ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - კახა ფუტკარაძე, მერიისა და საკრებულოს, ასევე ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლები. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აღნიშნული ღონისძიება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და ტრადიულ ხასიათს მიიღებს.დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ორგანიზებით, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავთან მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი, ღონისძიების ფარგლებში სემინარი წაიკითხეს საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებმა შემდეგ თემებზე - 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი და აჭარის გათავისუფლება, ასევე პორტო-ფრანკო ბათუმში. გაიხსენეს გმირები და საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საქმეში. ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - კახა ფუტკარაძე, მერიისა და საკრებულოს, ასევე ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლები. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აღნიშნული ღონისძიება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და ტრადიულ ხასიათს მიიღებს.