9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ნადიმ ვარშანიძესთან ერთად ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისათვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა’’ - საზოგადოების წინაშე ჯუმბერ ვარდმანიძემ 1989 წელს განვითარებულ მოვლენებზე და მის შედეგეზე ისაუბრა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები. შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაიჭრა.