ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ჩატარდება

7 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ჩატარდება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ხვიჩა მაღლაკელიძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, გია დავითიანი,გუჯა მარდალეიშვილი, თამუნა ტაბატაძე, დათო მჭედლიშვილი, ლუკა წიკლაური, ილია საბაძე,ტენგო გუმბერიძე, ალექსანდრე ჯაფარიძე.
ანსამბლის ხელმძღვანელია გია ბაღაშვილი.
საღამოს წამყვანია ბესო ბერულაშვილი.
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.