4- 8 მაისს საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავენ

 4- 8 მაისს საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავენ

 

4 მაისს 12 საათზე თხილნარის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიდმანიძე სოფელ თხილნარში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება და მათთან კონსულტაციებს გამართავს.
შეხვედრის მიზანია სოფელ თხილნარში ერთ-ერთი ქუჩაზე მინდია აბაშიძის სახელის მინიჭება. მინდია აბაშიძე 2012 წლის 11 ოქტომბერს გმირულად დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, სადაც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით.
8 მაისს 12 საათზე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე სოფელ მახინჯაურში, კერძოდ ყოფილ ციტრუსების მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს აღნიშნულ ტერიტორიას ცნობილი ექიმის ნინო კაკაბაძის სახელის მინიჭება.ნინო კაკაბაძე მახინჯაურის საექიმო უბნის გამგე იყო, 1941-1945 წლებში სამამულო ომში მამაცური შრომისათვის სახალხო ექიმის წოდება მიენიჭა. 55 წლის განმავლობაში ემსახურებოდა მახინჯაურის მოსახლეობას და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.1948 წელს მახინჯაურის სასოფლო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.

იხილეთ შუამდგომლობა 

იხილეთ შუამდგომლობა