30 წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი დაჯილდოვდა

2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 221 მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს მედალოსანი ჰყავს. მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ხალვაშმა დღეს წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. ამ სფეროს წარმომადგენლებს საჩუქრად სიგელები და ფულადი თანხა გადაეცათ. 21 წარმატებული სპორტსმენისა და 9 საუკეთესო მწვრთნელის წასახალისებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4000 ლარი გამოიყო.