30 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარის გიორგი გახელაძის საჯარო ლექცია ჩატარდება

30 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარის გიორგი გახელაძის საჯარო ლექცია ჩატარდება

   მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარის გიორგი გახელაძის საჯარო ლექცია ჩატარდება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში.გიორგი გახელაძე არის მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორი, განათლების მკვლევარი, ზრდასრულთა მწვრთნელი; პროფესიული განვითარების მრავალი პროგრამის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში; განათლების რეფორმის სხვადასხვა დოკუმენტის თანაავტორი. მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტად, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარი და მიწვეული პროფესორი.