28 მარტს, მუნიციპალიტეტში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ქალებისათვის ტრენინგი ჩატარდება

28 მარტს 10:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული და ფერმერი ქალებისათვის, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ საერთაშორისო პროექტის „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრას გამართავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგ-სემინარს ესტონელი ექსპერტები, ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრის“(ENUT) წარმომადგენლები ჩაატარებენ. მსმენელებს საშუალება ექნებათ ესტონეთის მაგალითზე გაეცნონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების და განვითარების მეთოდებს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-ესტონური მხარეების დაახლოებას და გამოცდილების გაზიარებას.