27 მარტს, 16:00 საათზე, სოფელ ზედა ჯოჭოში არსებული ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება

27 მარტს, 16:00 საათზე, სოფელ ზედა ჯოჭოში არსებული ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება

27 მარტს, 16:00 საათზე ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრები, სოფელ ზედა ჯოჭოში არსებული ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავენ.
კომისია მოსახლეობასთან ერთად იმსჯელებს ზედა ჯოჭოში ერთ-ერთი ქუჩისათვის ღვაწლმოსილი პედაგოგის მურად თედორაძის სახელის მინიჭების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოში განცხადება საკრებულოს წევრის ვახტანგ ლორთქიფანიძის ინიციატივით, მიმდინარე წლის 25 მარტს დარეგისტრირდა.