26 მარტს, 14:00 საათზე, სოფელ წინსვლაში არსებული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება

26 მარტს, 14:00 საათზე, სოფელ წინსვლაში არსებული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება

26 მარტს, 14:00 საათზე ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე, კომისიის წევრებთან ერთად, სოფელ წინსვლაში არსებული ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს.
კომისია მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელებს წინსვლაში ერთ-ერთი ქუჩისათვის ღვაწლმოსილი გენერლის მემედ ცინცქილაძის სახელის მინიჭების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოში განცხადება საკრებულოს წევრის ბადრი ცინცქილაძის ინიციატივით, მიმდინარე წლის 18 მარტს დარეგისტრირდა.