25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დილიდან დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ასევე, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან რეპრესირებული პირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა წლების წინ მომხდარი ისტორიული მოვლენები გაიხსენეს და შეაფასეს.
12:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ახალგაზრდებმა გააკეთეს წარდგინება თემაზე - ,,რა ვიცით 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ". წარდგინების შემდეგ, ამავე თემაზე, გაიმართა დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.