24 აგვისტო-დისკუსია თემაზე ,,ადამიანის უფლებები"

24 აგვისტოს, 15:30 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე ,,ადამიანის უფლებები". დისკუსიას წარუძღვება ახალგაზრდობის ცენტრის მოხალისე ლუკა ბიბინეიშვილი, რომელიც დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად განიხილავს:
ძირითადი უფლებების ისტორიულ განვითარებას, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტურ საკითხებს. დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართება მცირე სახალისო ვიქტორინა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები უპასუხებენ შეკითხვებს დისკუსიაზე განხილული ინფორმაციიდან გამომდინარე.
მონაწილეთა ასაკი: 14-19 წლამდე
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია მონაწილეობის შესაძლებლობის შემთხვევაში
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc4070urwvpHziCnH5-luZ2Mwv1cBOFd00Sp5by_IZOhL2gJg/viewform