22 აპრილს ხელვაჩაურში მასშტაბური აქცია გაიმართა

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია გაიმართა. კამპანიაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, პედაგოგები , ადგილობრივი მოსახლეობა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიური ჩაერთო. ასევე პარალელურად დასუფთავდა ტურისტული ობიექტები. მუნიციპალიტეტში კამპანიიის ფარგლებში მყარი ნარჩებისგან დასუფთავდა 20 ლოკაციაზე მეტი.
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელემა თანამშრომლებთან ერთად სარფის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრის ეკუთვნის და კოორდინირებულია საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე წლებია დასუფთავების აქციები ყოველკვირეულად საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება,რომელმაც განსაკუთრებით სოფლის ცენტრებში და ტურისტულ ობიექტებზე დადებითი შედეგი გამოიღო.
პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.