2018 წლის 6 ივლისს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის გეგმის კორექტირებაზე საჯარო განხილვა ჩატარდება

2018 წლის 6 ივლისს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში სივრცითი მოწყობის გეგმის კორექტირებაზე საჯარო განხილვა ჩატარდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 სექტემბრის
N53 განკარგულებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის კორექტირება:
1. მახინჯაურის ზონირების რუქაზე, სოფელ მახინჯაურში სასოფლო-სამეურნეო განვითარების ტერიტორიების ნაწილის შეცვლა საცხოვრებელ ზონად (სზ-3);
2. ორთაბათუმის ზონირების რუქაზე, სოფელ სალიბაურსა და წინსვლაში არსებული ცენტრალური ზონის ნაწილის ცვლილება სამრეწველო ზონად.