1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამუშაო ჯგუფის წევრთა შეხვედრა

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ორგანიზებით 1937-38 წლებში რეპრესირებულთა (დახვრეტილთა) სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას ექვსთვიანი მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, რომლის საფუძველზეც აჭარაში კერძოდ კი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე საიდუმლო სამარხები არსებობს. როგორც ცნობილია, სამარხების ტერიტორიები დამატებით შესასწავლას საჭიროებს, რადგან ისინი კერძო მესაკუთრეების მფობელობაშია. სამუშაო ჯგუფის წევრების რეკომენდაციით სასურველია სამთავრობო კომისიის შეიქმნას, რათა გათხრები და სამარხების მოძიება დაიწყო. შეხვედრას აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის გამგეობის, საკრებულოსა და დიასპორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ რეპრესირებულთა ოჯახის წევრები და 1937-38 წლებში განვითარებული მოვლენების მოწმეები. შეხვედრის დასასრულს ამ თემატიკაზე ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.