160 ერთეული ახალი ურნა ხელვაჩაურის სოფლებში განთავსდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 160 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნა შეიძინა. მყარი ნარჩენების შემკრები კონტეირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 000 ლარი დაიხარჯა. ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების თანამშრომლებმა ურნები ტურისტულ ობიექტებთან, სარფში, მახინჯაურში, ორთაბათუმში, თხილნარში და მახოში უკვე განათავსეს.
ხელვაჩაურის 64-ვე სოფელში ურნების განთავსებას შესაბამისი სამსახური 1 კვირაში უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს 120 ურნა შეიძინა.