100 წლის ფადიმე ქათამაძეს იუბილე მიულოცეს

100 წლის ფადიმე ქათამაძეს იუბილე მიულოცეს

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ მახვილაურში მცხოვრებ ფადიმე ქათამაძეს 100 წელი შეუსრულდა. ხანდაზმულ ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მინდია ბასილაძემ, გამგეობისა და სამინისტროს თანამშრომლებმა მიულოცეს. იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საჩუქრად 1000 ლარი, ტკბილეული და ყვავილები გადასცეს. 
100 წლის ფადიმე ქათამაძეს 1 შვილი, 8 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი და 13 შვილისშვილის შვილი ჰყავს. ქალბატონს მეუღლე მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა. 
   დღეისათვის აჭარაში 100 წელს გადაცილებული 34 პიროვნება ცხოვრობს.