ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 28 თებერვალს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1. დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის #07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კონისიის თავმჯდომარე
2.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 22. 29. 01.108 ) ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი
4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7 ერთეული წყლის ჭაბურღილისა და 5 ერთეული წყლის ბასეინის შ.პ.ს. „ხელვაჩაურის წყალი“-ზე გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი