ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი იაპონიის ელჩს შეხვდა

იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნება მრავალფუნქციური ტექნიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს.

,,იაპონიის მიერ დაახლოებით 200 საგრანტო პროექტია განხორციელებული საქართველოში და მოხარული ვართ, რომ ამ რიცხვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც შეემატა. მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას, იაპონიის საელჩოს საქართველოში და ყველას, ვინც ჩართული იყო აღნიშნულ პროექტში“ – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

შეხვედრას პროექტის მენეჯერი – არჩილ მხეიძე, იაპონიის საელჩოსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.