ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინგლისური ენის სადისკუსიო კლუბის ფარგლებში, ესეების წარდგენა გაიმართა.

ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს ესეები თემაზე: ,,წარმატებისთვის მსურს, რომ...".

ესეების წარდგინების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა იმსჯელეს მათი სურვილების, შესაძლებლობების და საჭიროებების შესახებ, რომელიც როგორც თავად აღნიშნეს ხელშემწყობი იქნება წარმატებისთვის. 

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 ახალგაზრდა ესწრებოდა, რომლებსაც სასაჩუქრე/საკანცელარიო მაღაზიის 30 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად. მონაწილეები, ასევე, ახალგაზრდობის ცენტრში გაწევრიანდნენ და შემდგომ ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოტქვეს.

შეხვედრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.